„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

“2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო, კომისიის მდივნად კი სოზარ სუბარი აირჩიეს.

საგამოძიებო კომისია ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები