ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 6 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

სოფლების ნაღობილევის, მერიას, ხვარბეთის, მთისპირისა და შემოქმედის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი გაიწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის მარტში დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები