ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას ბევრ კითხვაზე არ აქვს პასუხი

„ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის ამერიკაში და ევროკავშირში ზუსტად არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი მანამდე ატარებდა,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„ოპოზიციას ბევრ კითხვაზე არ აქვს პასუხი ბუნებრივია და ვერც ექნება ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ის პროცესები, რომლებიც ახლა მიდის ამერიკაში და ევროკავშირში ზუსტად არის იმ პოლიტიკის საწინააღმდეგო, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი მანამდე ატარებდა. მათ შორის, ატარებდა ჩვენს ქვეყანაში, ოპოზიციის დაფინანსებით გარედან მხარდაჭერით“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია, რომელიც მუდმივად საუბრობდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე და ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა. ახლა კითხვას რომელიც ევროკავშირის, ამერიკის ურთიერთობას ეხება გაურბიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები