ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირებები ვერ შეასრულა – თურქეთის პრეზიდენტი
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა ისრაელ-“ჰამასის” შეთანხმების დარღვევის საკითხს და აღნიშნა, რომ ისრაელმა ვერ შეასრულა დანაპირები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
“ისრაელის ოკუპაცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მათი ოკუპაცია ძირითად პრობლემად რჩება”- აღნიშნავს პრეზიდენტი.
ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი დახმარებას უგზავნის ღაზას და მომავალშიც გააგრძელებს ამას.