იტალიის კუნძულ სიცილიაზე “კოზა ნოსტრას” მაფიოზური კლანის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდი ჩაატარეს, რომლის დროსაც 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
რეიდი რაიონული ანტიმაფიის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარდა და მასში 1200 სამართალდამცველი მონაწილეობდა.
დაკავებულებს ბრალი ედებათ – კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობა, მკვლელობის მცდელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღთან დაკავშირებული და სხვა დანაშაულები.