გაერო-ს გენერალური მდივანი: ღაზაში საომარი მოქმედებების განახლება ყველაფრის ფასად უნდა იქნეს თავიდან აცილებული

მას შემდეგ, რაც “ჰამასმა” გამოაცხადა თავისი განზრახვა, შეაჩეროს მძევლების გაცვლა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა პალესტინელ მებრძოლთა ჯგუფს, გააგრძელოს მძევლების დაგეგმილი გათავისუფლება,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

„ჩვენ ყველაფრის ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან საომარი მოქმედებების განახლება ღაზაში, რაც გამოიწვევს უზარმაზარ ტრაგედიას“, – თქვა მან განცხადებაში.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ თუ “ჰამასი” შეწყვეტს ისრაელის მძევლების გათავისუფლებას, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო, ეს კონფლიქტის ხელახალი გააქტიურების რისკს ზრდის.

„ორივე მხარემ სრულად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და განაახლონ მოლაპარაკებები დოჰაში მეორე ეტაპისთვის“, დასძინა გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები