ისრაელმა შეასრულა „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა და სამხედროებმა ღაზის სექტორის გამყოფი ნეტზარიმის დერეფანი დატოვეს,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
ჯარების გაყვანის შემდეგ, ასობით პალესტინელმა დაიწყო ჩრდილოეთ ღაზაში დაბრუნება.
“ჰამასის” მიერ მართული ღაზის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ხალხს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან მოძრაობის არსებული მითითებები მათი უსაფრთხოებისთვის.
ისრაელის არმიაში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც “ბიბისი” წერს, პალესტინელები დაჟინებით ითხოვენ, რომ ისრაელმა სრულად გაიყვანოს სამხედროები ღაზის სექტორიდან.