ნინო ფოჩხუა: კაია კალასის და მარტა კოსის ჩვენი ხელისუფლებისადმი მოწოდებები ორმაგ სტანდარტსაც სცილდება – ჯერ იყო და ეუთო/ოდირი უარყვეს, ახლა ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხოლოდ ოდირის დასკვნის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება
„ევროპარლამენტში რაღაც რომ ვერ არის კარგად დღესაც გამოჩნდა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ჩვენი ხელისუფლებისადმი მოწოდებები ორმაგ სტანდარტსაც სცილდება“, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, ყველაზე ღიმილისმომგვრელი ისაა, რომ კაია კალასმა და მარტა კოსიმ განცხადებაში გამოიყენეს ფრაზა „საქართველოს ხელისუფლება“, ასე რომ რაც მალე დაიწყებენ ევრობიუროკრატები სამართლიან თამაშის წესებს საქართველოსთან მიმართებაში, მით უკეთესი ორივე მხარისთვის.
„ევროპარლამენტში რაღაც რომ ვერ არის კარგად დღესაც გამოჩნდა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ჩვენი ხელისუფლებისადმი მოწოდებები ორმაგ სტანდარტსაც სცილდება.
ჯერ იყო და ეუთო/ოდირი დააიგნორეს და უარყვეს, არ გაითვალისწინეს მისი დასკვნა, ხან რა დააბრალეს და ხან რა, ახლაა და მოუწოდებენ ხელისუფლებას მხოლოდ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ მიიღონ ქვეყნის შიდა საქმეებზე გადაწყვეტილება. ამდენი ხნის განმავლობაში კი უნდა მიმხვდარიყვნენ ზემოთ ნახსენები ქალბატონები, რომ ასეთი სამარცხვინო ორმაგი თამაშები საქართველოს ხელისუფლებასთან არ გაუვათ.
ყველაზე ღიმილისმომგვრელი კი ამ ისტორიაში არის ის, რომ კაია კალასმა და მარტა კოსიმ განცხადებაში გამოიყენეს ფრაზა „საქართველოს ხელისუფლება“, ასე რომ რაც მალე დაიწყებენ ევრობიუროკრატები სამართლიან თამაშის წესებს საქართველოსთან მიმართებაში, მით უკეთესი ორივე მხარისთვის“, – წერს ნინო ფოჩხუა.