დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს ბიუროში ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა.
პარლამენტის წევრმა მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და იმსჯელეს გამოწვევების დაძლევის გზებზე.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან მქონდეს რეგულარული შეხვედრები და პირადად გავეცნო მათ საჭიროებებს, მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხზე.“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა
დელეგატის ბიურო თითოეულ მუნიციპალიტეტში, ყოველდღიურ რეჟიმში ღიაა მოქალაქეთა განცხადებების მისაღებად.