აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზას შეერთებულ შტატებს მას შემდეგ გადასცემს, რაც საბრძოლო მოქმედებები დასრულდება,- ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პრეზიდენტის თქმით, აშშ მასშტაბური სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
“პალესტინელები გადასახლებული იქნებიან ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ თემებში, ახალ და თანამედროვე სახლებში. მათ რეალურად ექნებათ შანსი, იყვნენ ბედნიერები, უსაფრთხო და თავისუფლები. შეერთებული შტატები, რომელიც მუშაობს განვითარების დიდ გუნდებთან მთელი მსოფლიოდან, ნელა და ფრთხილად დაიწყებს მშენებლობას, რაც გახდება ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სანახაობრივი განვითარება დედამიწაზე”,- წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, იმის გამო, რომ ამ ყველაფრის ძალისხმევისთვის ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნება საჭირო, ეს ქმედებები რეგიონში სტაბილურობას მოიტანს.