უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, ბელარუსში ჯარებს განათავსებს და ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დევიდ ლამისთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პუტინის ამბიციებით და იმის მიხედვით, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ – ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი არ შეწყვიტოს. ეს ფაქტია. ის უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებზეც დაფიქრდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ამის შესახებ აბსოლუტურად ღიად გაფრთხილებთ – მე ვიცი, რაც იქნება. ნახავთ – ის სხვა ქვეყნების პროვოცირებასაც მოახდენს. შეიძლება, შემდეგი იყოს პოლონეთი ან ბალტიის ქვეყნები. ნახავთ გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, რომ ის ბელარუსის ტერიტორიაზე ძალებს განათავსებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.