დავით ჩიხელიძე: მინდა, იმ გზააბნეულ ადამიანებს მივმართო, ვინც გზის გადაკეტვას გეგმავს, ავტომაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ნუ იქნებით სასარგებლო იდიოტის როლში, გაიაზრეთ შედეგები რომელიც თქვენს ქმედებას მოჰყვება! 

მავნებელთა მცირე ჯგუფმა მაგისტრალების გადაკეტვა დააანონსა, რა თქმა უნდა ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესებს შორიდან დააკვირდებიან, აბა პოლიციას თავს ხომ არ დააჭერინებენ?! – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ის მიმართავს ადამიანებს, ვისაც ავტომაგისტრალის გადაკეტვა აქვს განზრახული, ნუ იქნებიან სასარგებლო იდიოტის როლში და გაიაზრონ შედეგები, რაც მათ კანონდარღვევას მოჰყვება.

“მავნებელთა მცირე ჯგუფმა მაგისტრალების გადაკეტვა დააანონსა, რა თქმა უნდა ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესებს შორიდან დააკვირდებიან, აბა პოლიციას თავს ხომ არ დააჭერინებენ!? მინდა იმ გზააბნეულ ადამიანებს მივმართო, ვინც გზის გადაკეტვას გეგმავს, ავტომაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ნუ იქნებით სასარგებლო იდიოტის როლში, გაიაზრეთ შედეგები რომელიც თქვენს ქმედებას მოჰყვება!

უკანონო ქმედება არავის შერჩება და კანონის თითოეული დამრღვევი დასჯილი იქნება, ადამიანის დაკავება არავის ახარებს, მაგრამ სახელმწიფოსთვის კანონის ერთგულება და კანონის აღსრულება უპირველესი მოვალეობაა! მოგიწოდებთ, ხელი აიღოთ წინასწარ განზრახული კანონის დარღვევისგან, შეგიძლიათ თქვენი პროტესტი სხვაგან, მშვიდ ვითარებაში გამოხატოთ, ისევე როგორც ამას გასულ დღეებში აკეთებდით. ავტომაგისტრალის გადაკეტვა არამხოლოდ კანონდარღვევა, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რადგან აღნიშნული აქტი მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკას.” – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები