ისრაელმა 110 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელმა 110 პალესტინელი პატიმარი, მათ შორის 30 არასრულწლოვანი გაათავისუფლა, – ამის შესახებ განაცხადა პალესტინური მოძრაობის, „ჰამასის“ პატიმრებთან ურთიერთობის ოფისმა განაცხადა.

„წინააღმდეგობამ [„ჰამასმა“] შეძლო მესამე ნაწილის გათავისუფლება… შეთანხმების მესამე პარტია მოიცავდა 110 პატიმრის გათავისუფლებას, რომელთაგან 32-ს მისჯილი ჰქონდა სამუდამო პატიმრობა, 48-ს პატიმრობის სხვადასხვა ვადა და 30 არასრულწლოვანი იყო“, – ნათქვამია „ჰამასის“ ოფისის განცხადებაში.

მანამდე „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი და ტაილანდის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრიდან პალესტინის ანკლავში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები