ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ – საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც
ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებთან.
პრემიერის თქმით, საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც.
„ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არის ორგანიზებული ქმედებები და ხელწერა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ნებისმიერ ასეთ ქმედებას უნდა დავუპირისპირდეთ და საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს. რაც მთავარია, ამ ყველაფრის თავი და თავი, ლიბერალური ფაშიზმი, ეს იდეოლოგია უნდა დამარცხდეს საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს იდეოლოგია არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ. საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც“, – განაცხადა პრემიერმა.