ირაკლი კირცხალია – სტრასბურგში მომხდარ ინციდენტზე: ისინი პირდაპირ არიან აფილირებულები კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“
“ეს არის ისევ და ისევ იმ ბულინგის ენა, რომელიც გრძელდება ამ უსამშობლოების, მათი დამქაშების, მათი დაქირავებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია სტრასბურგში, ქართველებსა და თეა წულუკიანს შორის მომხდარ ინციდენტს.
კირცხალიას თქმით, ინციდენტში მონაწილეები „ნაცმოძრაობასთან“ არიან აფილირებულები.
„მე მინდა სახელით და გვარებით გადაამოწმოთ, ისინი პირდაპირ არიან აფილირებულები კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ერთ-ერთი თუ არ ვცდები, ჩერგოლეიშვილის დროიდან იქ მუშაობს და დამკვირვებელიც იყო თუ არ ვცდები ეს ქალბატონი, რომელიც ასე უხეშად, უზრდელურად გამოხატავს ვითომ აღშფოთებული მოქალაქის აზრს. ქალბატონმა წულუკიანმა ძალიან კარგად მიუგო, რომ არითმეტიკაში გაერკვიოს და შემდეგ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით“, – აცხადებს კირცხალია.