“შენიშნავდით, აქციებზე მყოფი ქალები რამდენს და როგორ ბინძურად იგინებიან; ამათი ყურებისას მგონი, ფროიდსაც ეწყინებოდა, რომ მართალი ყოფილა” – ჩიხელიძე
ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“შენიშნავდით, აქციებზე მყოფი ქალები რამდენს და როგორ ბინძურად იგინებიან.
30 წელზე მეტია, რაც საბჭოთა კავშირში მონობისგან გავთავისუფლდით, სადაც იყო სიბინძურე, ნარკომანია, მკვლელობები, ლანძღვა-გინება. უკვე 2 თაობაა, ეს ქალები თავისუფალ, ლამაზ, კეთილ სამყაროში ცხოვრობენ და ამდენი ჭუჭყი სულში თავისუფლებამ დაუგროვათ?
ხნიერები კიდევ გასაგებია – ნატა ფერაძე, ხოშტარია, მიშველაძე, მაგრამ ახალგაზრდა გოგოებს რა სჭირთ? ამათი ყურებისას მგონი, ფროიდსაც ეწყინებოდა, რომ მართალი ყოფილა”, – წერს ჩიხელიძე.