ევროკავშირის წარმომადგენლობა – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს – იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ „ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“.
„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს. იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. დაე, საქართველოს დროშა მუდამ ამაყად ფრიალებდეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.