მარკ რუტე: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ისევ 2022 წელს – ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?

გლობალური უსაფრთხოების მომავალი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ გვსურს, რომ იყოს ხანგრძლივი მშვიდობა. არ ვიცი როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ მე ვიცი, რომ მშვიდობა არ იქნება, თუ პუტინი მიიღებს იმას, რაც სურს უკრაინაში. რადგან შემდეგ ის გააგრძელებს წნეხს. წარსულში ომის დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო. საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და ისევ 2022 წელს – ვინ იქნება შემდეგი სამიზნე?“ – აღნიშნა მარკ რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები