შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს – როცა ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ერს ყოველთვის გაუმარჯვია

როგორც 3 ათასი წელი საქართველო და ქართველები ვიყავით, ვინც ვფიქრობდით ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე, ასე იქნება მომავლის 3 ათასი წელიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა გაჰყვეს.

„ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანაზე არავინ იფიქრებს, არავინ დაიცავს ამ ქვეყნის ინტერესებს. იმიტომ არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო, რომ არსებობს სხვადასხვა ინტერესი.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენი ინტერესი და მივყვეთ მას. როცა ქართველი ადამიანი წაჰყოლია საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ყოველთვის გაუმარჯვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები