ვლადიმერ ბოჟაძე საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე: ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ
„ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს არ უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, საკვებში ჩაფურთხების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი რამ არასდროს არ უკადრებია არავის საქართველოში და ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები ასეთ ბინძურ მეთოდებზეც კი გადავიდნენ. ბუნებრივია ასეთი განცხადებები შეურაცხმყოფელია ქართული პოლიტიკისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი რესტორნები, სასტუმროები თუ დაწესებულებები მიიღებენ შესაბამის ზომებს ისევე როგორც ასეთი სიძულვილი უნდა იყოს დაგმობილი ყველას მხრიდან“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.