გიორგი ჩაკვეტაძე: გიორგი გახარია იქცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად

,,გიორგი გახარიასგან აღარაფერი აღარ გვიკვირს, მან რაც გასული წლების განმავლობაში იკადრა, ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხება.

მისივე შეფასებით, გახარია საზოგადოებას ვერაფერს ვერ სთავაზობს.

„ის იქცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად, საზოგადოებას ვერაფერს ვერ სთავაზობს. ჩვენ მისი რეიტინგი ვნახეთ, ძლივს გადალახა ბარიერი და რაც დარჩა არის ის, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

გიორგი გახარია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას, ფულის სანაცვლოდ საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები