“ბათუმში მოხდა კანონის დარღვევა, მშვიდობიანმა მოქალაქეებმა გადაამეტეს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს” – ბოჟაძე

“ბათუმში მოხდა კანონის დარღვევა. მშვიდობიანმა მოქალაქეებმა გადაამეტეს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას.

“პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს და ნებისმიერი ქმედება, პოლიციის საწინააღმდეგო, დაისჯება კანონით. კანონზე მაღლა არავინ არ დგას ამ ქვეყანაში, ეს არაერთხელ დაადასტურა ჩვენმა ხელისუფლებამ და ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაარღვევს კანონს, ეს იქნება ჟურნალისტი, რედაქტორი, მსახიობი თუ სხვა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები