შსს-ში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული

„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.

„ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ამაღლობელი ისევ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები