გერმანიის საელჩო: სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს
საქართველოში გერმანიის საელჩო სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
მათივე ცნობით, გლოვის დღესთან დაკავშირებით საელჩოში დროშები დაშვებულია.
„დღეს, 9 იანვარს გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.