ლევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ პირდაპირ დაადანაშაულა ამერიკული მხარე იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრ მილიარდ დოლართან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, რომელიც უნდა მიმართულიყო უკრაინის მხარეს და რატომღაც არ მიიმართა

ბატონ ფრიდმანთან, ბატონმა ზელენსკიმ პირდაპირ დაადანაშაულა ამერიკული მხარე იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრ მილიარდ დოლართან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, რომელიც უნდა მიმართულიყო უკრაინის მხარეს და რატომღაც არ მიიმართა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებები ზელენსკისთან მიმართებით ამერიკის მხრიდანაც ისმოდა.

„ბევრი განცხადება ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში ბატონი ზელენსკისგან ამერიკასთან მიმართებით. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ის ფაქტობრივად იხვეწებოდა, რომ მომაწოდეთ ის შეიარაღება, რაც მე თავდაცვისთვის მჭირდებაო და ესეც ჭიანურდებოდა ხოლმე. ჩვენ ვიხილეთ, ამერიკის ოფიციალური მხარისგანაც რაღაც ტიპის განცხადებები, გზავნილები, რომ იქ, უკრაინაში ძალიან ბევრი ფული იკარგება და კორუფციას აქვს ადგილი. და შემთხვევაში უკვე ბატონ ფრიდმანთან, ბატონმა ზელენსკიმ პირდაპირ დაადანაშაულა ამერიკული მხარე იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრ მილიარდ დოლართან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, რომელიც უნდა მიმართულიყო უკრაინის მხარეს და რატომღაც არ მიიმართა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ფარგლებში კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხზე ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები