კიშინეუს აეროპორტში, ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს – სავარაუდოა, რომ ამანათი უკრაინიდან გაიგზავნა და თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო

მოლდოვაში, კიშინეუს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ ამანათში პულტით მართვად სათამაშო ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

ადგილზე მობილიზებულმა სპეციალურმა დანაყოფმა ამანათი გააუვნებელყო.

როგორც მოლდავური მედია იუწყება, ამანათი კიშინეუს აეროპორტში უკრაინიდან გაიგზავნა და ის თბილისის რეისზე უნდა მოხვედრილიყო, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების დროს, სამართალდამცველებმა ამანათი საეჭვოდ მიიჩნიეს და გამნაღმველები გამოიძახეს.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტს მოლდოვის სამართალდამცავი უწყება ადასტურებს, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ამანათის წარმომავლობა და საბოლოო დანიშნულების პუნქტი დაკონკრეტებული არ არის.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები