დავით ქართველიშვილი: ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ე.წ. “ფაქტების შემოწმების პროგრამის” საინკვიზიციო პროგრამა დახურულად არის გამოცხადებული, რაც ილონ მასკის დამსახურებაა, რომლის დამანგრეველ ანტილიბერალურ “ცუნამის” მაკრონი თუ უბედავს შეეწინააღმდეგოს ან ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი ოლაფ შოლცი
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ფეისბუკსა და ინსტაგრამზე მოქმედი ე.წ. ფაქტების შემოწმების პროგრამის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 2016 წლიდან, პროგრამის ამოქმედების შემდეგ სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოთქმის თავისუფლება იზღუდებოდა და ამაში აქტიურად იყო ჩართული ქართული რადიკალური ოპოზიციაც.
„ნაც-ინკვიზიტორები”- ასე მოიხსენიებს ექსპერტი რადიკალურ ოპოზიციას და მათ მიერ სოციალურ ქსელში ცენზურის დაწესებას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ფაქტების შემოწმების პროგრამა გაუქმებულია და ეს ილონ მასკის დამსახურებაა, რომლის ანტილიბერალურ პოზიციასაც მაკრონი ან შოლცის პრესსამსახური თუ ეწინააღმდეგება.
„ჩვენი სექტანტები ილონ მასკს ჯიუტად “არ იმჩნევენ”. მათ ხომ ათას დოლარიანი ჯო უილსონი ჰყავთ ,,მაშველ რგოლად’’- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციისთვის აშშ-ის პრეზიდენტი 20 იანვრის შემდეგ არა დონალდ ტრამპი, არამედ ჯო უილსონი იქნება, თუმცა რადიკალები გასულ წლებში ტრამპის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამეორებას ვეღარ ბედავენ.
„2016 წლიდან, ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, ე.წ. “ფაქტების შემოწმების პროგრამის” ამოქმედების დღიდან, სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოთქმის თავისუფლების წინააღმდეგ რა კამპანიასაც ჩაუდგნენ სათავეში ჩვენი ნაც-ინკვიზიტორები – ყველამ ჩემზე უკეთესად იცით. უამრავი იყავით “კინწურაშვილის კანტორის” მსხვერპლი. სხვათა შორის – მე იშვიათად, რაც დღემდე მაოცებს. და პირიქით – მარწმუნებს, რომ ჩემს პუბლიკაციებში სწორ ტაქტიკას მივაგენი: სიმართლე და აზრის გამოხატვისას კორექტულობა.
დღეიდან ეს საინკვიზიციო პროგრამა – დახურულად არის გამოცხადებული, რაც ილონ მასკის დამსახურებაა. იმ ილონ მასკის, რომლის დამანგრეველ ანტილიბერალურ “ცუნამის” მაკრონი თუ უბედავს შეეწინააღმდეგოს თუ ჯერ კიდევ, კანცლერ შოლცის პრესსამსახური. ჩვენი სექტანტები ილონ მასკს ჯიუტად “არ იმჩნევენ”. მათ ხომ ათას დოლარიანი ჯო უილსონი ჰყავთ “მაშველ რგოლად”. ისინი ვერც დონალდ ტრამპს უბედავენ წინა წლების თამამი ბრალდებების განმეორებას – “ივანიშვილის დაფინანსებული კრემლის აგენტი, რუსი და ა.შ.”
იქმნება შთაბეჭდილება, მაკკეინის ინსტიტუტისა არ იყოს, რომლისთვისაც სტიპენდიატი ზურაბიშვილი დღემდე “საქართველოს პრეზიდენტია” – რომ 20 იანვრის შემდეგ ჩვენი ნაცკლასტერისთვისაც “აშუშუს დირექტორად” არა ლეგიტიმური ტრამპი, არამედ ჯო უილსონი იქნება. ჩვენ კი, მარხვიდან შემორჩენილი “ბატი ბუტის” თანხლებით, მორიგ საპროტესტო მარშს დაველოდებით რუსთაველზე. ამჯერად, უფუნქციოდ დარჩენილი ფეისბუკ-ცენზორების. აბა, სწორდი! სმენა!”,- წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.