“თუ ეუთომ ახალ არჩევნებზე გააკეთა მინიშნება, კაუმას ვიზიტმა რაღაზე შეაშფოთა ლიბერფაშისტები” – ჩიხელიძე

“ლოგიკა მოვიხმოთ და შევხედოთ პროტესტანტების პოზიციას:

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდნენ, ეუთო/ოდირმა არჩევნები უარყოფითად შეაფასა და ახალ არჩევნებს დაუჭირა მხარიო – ეს ხომ უტყუარი, გადამოწმებადი ფაქტია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ამ დღეებში კი ერთი ამბავი ატეხეს თავის უცხოელ ბატონებთან უნისონში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის  პრეზიდენტი აპირებს ჩამოსვლასო და ახლა ვიზიტის გადადებას ზეიმობენ.

თუ ადამიანს ტვინი ნაღრძობი არ აქვს, როგორ ვერ უნდა დაინახოს წინააღმდეგობა ამ პოზიციებში – თუ ეუთომ ახალ არჩევნებზე გააკეთა მინიშნება, კაუმას ვიზიტმა რაღაზე შეაშფოთა ლიბერფაშისტები – მათივე ნარატივიდან გამომდინარე, ახალი არჩევნების დანიშვნაზე სალაპარაკოდ არ იქნებოდა ჩამოსული და ამათ წისქვილზე არ დაასხამდა წყალს?

რაკი შეშფოთდნენ, ესე იგი, თავისთვის სასარგებლოს არ ელოდნენ და ესე იგი იტყუებოდნენ ეუთო/ოდირი ჩვენს პოზიციაზეაო.

ეს იმდენად ელემენტარული ლოგიკაა, მხოლოდ ევროკრეტინი თუ ვერ გაიგებს, როგორ აბურთავებენ”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები