პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მომიტინგეებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 36-ე დღეა გრძელდება.
მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.