სურსათის ეროვნული სააგენტოს სერვისები უქმე დღეებში ხელმისაწვდომი იქნება
საქართველოს მთავრობის „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” 2024 წლის 25 დეკემბრის N441 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებში, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტო შეუფერხებლად განახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
ექსპორტ-იმპორტისათვის შესაბამისი სერტიფიკატებისა და ნებართვების გაცემა;
ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარული ზედამხედველობა;
სახელმწიფო კონტროლი ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე პირდაპირი რისკების არსებობისას.
აღნიშნულ საქმიანობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეასრულებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.