დავით ჩიხელიძე: ივანიშვილისთვის ერთი ქართველის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსამართლოდ შეჩერებული ფინანსური აქტივი, რაც მან არაერთხელ დაამტკიცა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

„ჩამოყალიბდით მეგობრებო… ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება არ აქვს და ასე მარტივად ვერ მოგვატყუებთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი ადვოკატები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ კრედით სუისთან“ დავას პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, რასაც კოლექტიური დასავლეთი უარყოფდა, „კრედიტ სუისთან“ დავა ახალ ეტაპზე 2022 წლიდან გადავიდა, რაც საეჭვოდ ემთხვევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას… რეალურად დასავლეთი „კრედიტ სუისს“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ და შანტაჟის იარაღად იყენებდა, რათა მასზე ზემოქმედება მოეხდინა! კოლექტიური დასავლეთი იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარ ინტერესებს შვეიცარიული ფინანსური სისტემის იმიჯი შესწირეს… ბიძინა ივანიშვილმა, სასამართლო დავა მოიგო (რადგან სიმართლე მის მხარეს იყო), მაგრამ აბსურდული მიზეზების გამო, საკუთარ ფინანსებზე წვდომა დღემდე შეზღუდული აქვს.

ორწლიანი მტკიცების შემდეგ, რომ „კრედიტ სუისთან“ დავას პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ვიგებთ, რომ დავა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, დაინტერესებული მხარე კი აშშ აღმოჩნდა, რომლის ინტერესი არა ფინანსები, არამედ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არის! ივანიშვილისთვის ერთი ქართველის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსამართლოდ შეჩერებული ფინანსური აქტივი, რაც მან არაერთხელ დაამტკიცა“, – წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები