ვოლსკი – ოპოზიციაზე: მათი გეგმაა დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რევოლუცია და სისხლის ღვრა
“სალომე ზურაბიშვილის გარშემო მყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მისგან ითხოვს, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის გეგმაა დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რევოლუცია და სისხლის ღვრა.
„გეგმა არ შეცვლილა, გეგმაა დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რევოლუცია და სისხლის ღვრა. ეს გეგმა იმ სტადიამდე მივიდა, როცა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯებია საჭირო იმის ჩანაცვლებისთვის, რაც თბილისში რამდენიმე დღე იყო – ცეცხლი, დაპირისპირება, შეჯახება, ხალხის დაშავება, მაგრამ ამან სათანადო განვითარება ვერ პოვა, რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ამოსუნთქვის შესაძლებლობა იქნებოდა. ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად უნდა გამოვიდეს. მის გარშემო მყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მისგან ითხოვს, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება. მეცოდება ადამიანი, ვინც სამშობლოს განცდა დაკარგა და უსამშობლოების ხელში ჩავარდა. ლიდერი ეგონა თავი და ამ ადამიანების ხელში ჩამოყალიბდა როგორც მარიონეტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.