გორდულაძე – ყაველაშვილის ინაუგურაციაზე: შესაბამის ცერემონიალს დაესწრებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტის სასახლეში ჩატარდება.

„ინაუგურაციას დაესწრებიან, მათ შორის, კოლეგიის წევრები, მოწვეული სტუმრები, იქნება ეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.

შესაბამის ცერემონიალს დაესწრებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები