გიორგი ვოლსკი: მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანია, ვინც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, საკუთარი ქვეყანა და ხალხი რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურულ შეთავაზებაზე გაცვალოს

მიხეილ ყაველაშვილი ის ადამიანია, ვინც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, საკუთარი ქვეყანა და ხალხი რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურულ შეთავაზებაზე გაცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მიხეილ ყაველაშვილი თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, სწორედ ის ადამიანია, ვინც შეძლებს მთავარი მიმართულების განვითარებას საქართველოს გადარჩენის გზაზე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები