ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იუსტიციის მინისტრს ანრი ოხანაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველმა მინისტრს გააცნო ამ მიმართულებით აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები.

იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები