დავით მათიკაშვილი: არასოდეს არ დადგება ის მომენტი, რომ ვინმეს ჰქონდეს საშუალება „იმედზე“ ანგარიშსწორების
“ქართული ოცნების” წევრი, დავით მათიკაშვილი ჟურნალისტ დავით პაიჭაძის “ფეისბუქ” პოსტს ეხმაურება.
“ის ბულინგი და ძალადობა, რომელიც არის ტელევიზიის მიმართ, იწარმოებოდა 2012 წლამდე იარაღით ხელში. დღეს ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს იარაღის გარეშე მოუარონ. უნდა გავაწბილო ეს ადამიანები, არასოდეს არ დადგება ის მომენტი, რომ ვინმეს ჰქონდეს საშუალება „იმედზე“ ანგარიშსწორების. რომ ვინმე მიადგეს „იმედს“ და მოახდინოს იმ კრიმინალური და ამორალური სურვილების რეალიზება, რაზეც პაიჭაძე სამწუხაროდ მთელს საზოგადოებას ესაუბრებოდა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დავით პაიჭაძემ დაწერა: “მე ვუშვებ, მომდევნო ხელისუფლება სააკაშვილს გაასამართლებს იმის გამო, რომ 2007 წლის ნოემბერში არ მიაყენა ბულდოზერები და მიწასთან არ გაასწორა TV IMEDI-ს შენობა თავისი ტექნიკით“.