ლევან მაჭავარიანი: ბევრი ბიზნესმენია და ეს გასაჯაროვდება კიდევაც, რომლებიც ფულს რუსეთშიც შოულობენ
“არის ბიზნესის დიდი ნაწილი, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, არის დიდი ნაწილი, რომელიც აფინანსებს ოპოზიციურ, რადიკალურ პარტიებს. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დემოკრატიაა საქართველოში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი ბიზნესმენია, რომლებიც ფულს რუსეთშიც შოულობენ და ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება.
„12 წლის განმავლობაში ვინმემ გადახედოს, თუ ჩარეულა „ქართული ოცნება“ რომელიმე ბიზნესმენის საქმეში. ბიზნესი იყო, არის და მუდმივად იქნება ხელშეუხებელი. ბევრი ბიზნესმენია და ეს გასაჯაროვდება კიდევაც, რომელიც ფულს რუსეთშიც შოულობს და ვაჭრობენ ისეთი პროდუქციით, რომელიც რუსეთიდან მოაქვთ და შემდეგ ექსპორტზე გააქვთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, “იმედის” ინფორმაციით, არიან კონკრეტული კომპანიები, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, მილიონობით ლარის შემოსავალს რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტ-იმპორტით იღებენ.