ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რადიკალების დღის წესრიგში ვერ ჯდება, ყველა მათგანზე მიდის ბულინგი – უნდათ, რომ მოქალაქეებს, ბავშვებს ახალი წელი წაართვან

“ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რადიკალების დღის წესრიგში ვერ ჯდება და მათ ნარატივს არ იზიარებს, აბსოლუტურად ყველა მათგანზე მიდის ბულინგი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა მომღერლების მიმართ ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბულინგში ჩართულია მთლიანად რადიკალური ფრთა.

„მომღერლების თემა არის და უნდათ, რომ მოქალაქეებს ახალი წელი წაართვან, ბავშვებს ახალი წელი წაართვან. პირდაპირი მაგალითი იყო, როდესაც მათ რუსთაველზე, მთავარი ნაძვის ხის ოკუპირება მოახდინეს იმისთვის, რომ თუ ვიღაცა მათ აზრს არ იზიარებს, ასეთი ადამიანების მიშვებას არ აპირებენ იქ შვილებთან ერთად. საშინელი, ამაზრზენი ფაქტია. ბულინგში ჩართული არის მთლიანად რადიკალური ფრთა, რადიკალური პარტაქტივი, რადიკალური „ენჯეოები“, კოლექტიური გიგაურები, კოლექტიური ლომჯარიები. მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები