ლევან მაჭავარიანი: ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში, ბულდოზერით მიადგებიან „იმედსაც“ და ბიზნესმენებსაც
“ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში, ბულდოზერით მიადგებიან „იმედსაც“ და ბიზნესმენებსაც”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.
„ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოდის ხელისუფლებაში. ბულდოზერითაც მიადგებიან „იმედს“ და იმ ბიზნესმენებსაც ზუსტად იმავე დღეში ჩაჰყრიან, რა დღეშიც ჰყრიდნენ ცხრა წლის განმავლობაში და ზუსტად იგივე სისტემა ჩამოყალიბდება, რაშიც სტრასბურგის სასამართლომ ამხილა, რომ იყო სისტემური დანაშაული იმ წამებებთან დაკავშირებით, იმ გაუპატიურებასთან დაკავშირებით და იმ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ახლა ასეთი გაბრაზებულები, რევანშისტული განწყობით, ამდენი ხანია სწყურიათ ხელისუფლება, თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ გაკეთილშობილებულები დაბრუნდებიან ისინი ხელისუფლებაში ძალიან ცდებიან, თუმცა ვერასდროს ვერ მობრუნდებიან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.