გია აბაშიძე: კარლ ბილდტი, რაფაელ გლუკსმანი, ერიკ კროსი და სხვა ე.წ. უცხოელი მრჩევლები სააკაშვილის ჯიბეზე იყვნენ და არიან, ტრაგიკულია ამ მოსყიდულების სერიოზულად აღქმა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„კარლ ბილდტი, რაფაელ გლუკსმანი, ერიკ კროსი და სხვა ე.წ. უცხოელი მრჩევლები სააკაშვილის ჯიბეზე იყვნენ და არიან, სასაცილოა მათი რემარკები. ტრაგიკულია იმ აქტორებისგან ამ მოსყიდულების სერიოზულად აღქმა. ჩვენი ბრძენი ხალხი კი იმაზე წინაა, ვიდრე ნაცქაჯებს წარმოუდგენიათ“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ საქართველოში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს. მისივე თქმით, ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები