პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ეს დღეც დაგვიდგა. დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ,,ნამესტნიკების’’ დანიშვნაზე”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ საქართველოში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს. მისივე თქმით, ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.