შალვა პაპუაშვილი: ყველა პარტნიორი იმეორებს, რომ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს – სუვერენიტეტის პატივისცემა სხვა არაფერია, თუ არა ხალხის არჩევანის პატივისცემა

საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოსთან დაკავშირებით არის ორი ფრაზა, ყველა პარტნიორი იმეორებს ხოლმე – ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ახლა კითხვა გაჩნდა, ნამდვილად პატივს სცემენ თუ არაა ჩვენ სუვერენიტეტს?! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გარე ძალების გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაერიონ, თუმცა ამას „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს.

„სუვერენიტეტი სხვა არაფერი არ არის, თუ არა, პატივი სცე სხვა ხალხის არჩევანს. რა იცის ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის ნება, რომელსაც რუსთაველის გამზირის იქით არაფერი არ უნახავს. გამოვიდა აქ იმიტომ, რომ მიტინგზე დამდგარიყო და ტაში მოესმინა საკუთარი ფანკლუბის. რა იცის, ვისი სახელით ლაპარაკობს?! – მე ვსაუბრობ ესტონელების სახელით და ვერევი საერთოდ ესტონეთის საქმეებში?!

არავის არ უთქვამს, რომ დამოუკიდებლობა იოლი საქმეა და იოლი გზაა. იოლია, როცა სხვისგან დაპყრობილი ხარ და შენს ნაცვლად წყვეტენ. რა თქმა უნდა, როცა დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ, შენ გიწევს საკუთარი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა. თუკი ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცები ცდილობენ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ, თუკი ვხედავთ, რომ არ უნდათ ჩვენი ხალხის ნებას პატივი სცენ, აქ სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ, არ არსებობს. აბა, სხვა რა ვქნათ, თავი დავუხაროთ რომელიღაც ევროპარლამენტარს, იმიტომ, რომ მას აქვს ორგანული ზიზღი „ქართული ოცნების“ მიმართ?!“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები