ირაკლი რუხაძე – პრემიერთან შეხვედრაზე: მე ვთქვი, თქვენ უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომებით – უკვე იმდენად დაძაბული, რთული სიტუაციაა, იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად

მე ვთქვი, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომებით. უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა და იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

მან ბიზნესმენებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსიისას მან გამოთქვა საკუთარი აზრი კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ახლაც ფაქტობრივად ისეთი სიტუაციაა, ორი უზარმაზარი იმპერია რუსეთი და ამერიკა თავისი ინტერესებით ჩვენს გარშემო, ჩვენთან და უკრაინაში ხდება რაღაცა გარჩევა და ჩვენ ამის შუაში აღმოვჩნდით. ასე თუ შეხედავ, ამ ფუნდამენტური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა. და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაცა, რაც მოყვა, უკვე სხვანაირად აღიქმება. შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, რომ რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ. ეს ვთქვი მე იქ და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როცა ასეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, რომ ეს მოჰყვე და მოჰყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა მაინც დაგიჯეროს შენი მოსახლეობის, მე ვთქვი, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომებით. მაგალითად არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში და რომელიც მერე ერთ საათში გიწევს იმის შეცვლა, ახსნა. ამდენი ხანია უკვე, იმ განცხადებაში რა თქვა პრემიერმა, იმას ვისმენთ. ეს არ შეიძლება. უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა და იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები