ღაზას სექტორში განხორციელებულ ისრაელის სამხედრო ოპერაციებს 30 ადამიანი ემსხვერპლა

გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი პირი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ჯაბალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ისრაელის არმიის უპილოტო აპარატმა ქალაქ ღაზაში ორგანიზაცია „პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის“ ცენტრი დაბომბა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ეს ჯგუფი პასუხისმგებელია საგანგებო სამსახურებზე და სამაშველო ოპერაციებზე მთელს ღაზის სექტორში.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები თავს დაესხნენ ალ-ავდას და კამალ ადვანის საავადმყოფოებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნე შეიარაღებული ადამიანები იყვნენ. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის ქალაქ შათის ბანაკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის გვერდით განთავსებულ „ჰამასის“ სარაკეტო გამშვები ისრაელის ავიაგამანადგურებელმა დაბომბა.

ლიბანის პრემიერ მინისტრმა, ნაჯიბ მიქატიმ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის კომიტეტს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, შეწყვიტოს ზავის დარღვევა და გაიყვანოს ჯარები სამხრეთ ლიბანიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები