გიორგი ვოლსკი: აშშ-ის ახლად არჩეულმა ადმინისტრაციამ უამრავი საკითხი ჩამოაყალიბა, რომელიც ემთხვევა იმ ხედვებს, რომელიც გააჩნია საქართველოს
“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, აშშ-ის ახლად არჩეულმა ადმინისტრაციამ უამრავი საკითხი ჩამოაყალიბა, რომელიც მნიშვნელოვანწილად ემთხვევა იმ ხედვებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.
მისივე თქმით, ეს იმედს იძლევა, რომ მსოფლიო პოლიტიკა შეიცვლება.
„როგორც კი აშშ-ის ახლად არჩეული ადმინისტრაციისგან წამოვიდა ეს მესიჯები, რომ არ შეიძლება ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა, არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი უკონტროლო მოქმედება მსოფლიოს ყველა კუთხეში, უამრავი სხვა საკითხი ჩამოაყალიბეს, რომელიც მნიშვნელოვანწილად ემთხვევა იმ ხედვებს, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას. ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიო პოლიტიკა შეიცვლება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.