“გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ურთიერთობები, გადაიტვირთება და ის გაუგებრობა და უხერხულობა, რაც არსებობდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, დაძლეული იქნება სულ მალე” – ვახტანგ ჩოჩია

“გვაქვს მოლოდინი, რომ პოზიტიური გახდება ჩვენი ურთიერთობები, გადაიტვირთება და ის გაუგებრობა და უხერხულობა, რაც არსებობდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, დაძლეული იქნება სულ მალე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

„მმართველი გუნდი გამოთქვამს იმედს, რომ ახლად არჩეული ადმინისტრაცია ტრამპის ხელმძღვანელობით, შეძლებს იმ გამოწვევების დამარცხებას, რომელიც აშშ-ის წინაშე დგას. კერძოდ, ისინი შეძლებენ, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვონ. შესაბამისად, ეს იქნება იმ პროცესის საწყისი, რომელსაც ვეძახით ურთიერთობების გადატვირთვას. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ პოზიტიური გახდება ჩვენი ურთიერთობები, გადაიტვირთება, ის გაუგებრობა და უხერხულობა, რაც არსებობდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, დაძლეული იქნება სულ მალე“, – აღნიშნა ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები