,,არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მოხდება, ვინადან ეს არჩევნები შედგა, იყო კონკურენტული როგორც ეუთო/ოდირმა დაადასტურა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია აბსურდშია.
„აგრძელებენ რაღაც შოუების დადგმას, სახლობანას, შტაბობანას თამაშს. პარალელური პარლამენტიო, მანამდე საუბრობდნენ, ახლა რაღაც საბჭოო, ჩვენ ჩავნიშნოთ არჩევნებიო. აბსურდში არიან და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. არანაირ ხელახალ არჩევნებზე საუბარი არ მოხდება, ვინაიდან ეს არჩევნები შედგა, იყო კონკურენტული, როგორც ეუთო/ოდირმა დაადასტურა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.