“კოლექტიური ნაცმოძრაობა” რევოლუციით იმუქრება და “ჩურჩუტობას” ეძახის იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს” – ვოლსკი
”სალომეს წარმოჩენა უნდათ ადამიანად, რომელიც მოლაპარაკებებისთვის არის მზად და მეორე მხრივ, ეს “კოლექტიური ნაცმოძრაობა” რევოლუციით იმუქრება და “ჩურჩუტობას” ეძახის იმას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“ეს ყველაფერი უნისონშია და ყველაფერი მოლაპარაკებულია. ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს, ვერც ვერასდროს ვერ აიტანენ, მაგრამ არსებობს სცენარი და ამ სცენარს მიჰყვებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ.