კრივი რიჰზე რუსების სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 პირი. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერჰიი ლისაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაშავებულთაგან 10 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
„4 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ შორის არიან 72, 65 და 42 წლის ქალები, ასევე 78 წლის მამაკაცი. ექიმები მათ გვერდით არიან და ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა ლისაკმა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.