“ბრიყვი უნდა იყო, IRI-ის სადამკვირვებლო მისიას სერიოზულად რომ შეხედო” – დავით ჩიხელიძე
“ბრიყვი უნდა იყო, IRI-ის სადამკვირვებლო მისიას სერიოზულად რომ შეხედო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩიხელიძე წერს, IRI- ოპოზიციის ხელში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ერთი-ერთი იმეორებს ოპოზიციის მესიჯ ბოქსს.
“რაც შეეხება ზოგადად ორგანიზაციის სანდოობას და კომპეტენციას, ჩვენ წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ, IRI-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს და ეგზიტპოლებს, რომელთა ცდომილება სტანდარტული 2/3%ის ნაცვლად 15-20%-ს შეადგენს, აღნიშნული ფაქტი IRI-ის „პროფესიონალიზმის“ და „ობიექტურობის“ ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ, IRI-მ ერთხელაც ვერ მოახერხა ხალხის განწყობების, საკუთარ ანგარიშებში თუ კვლევებში ასახვა. ისევე, როგორც IRI-ის კვლევები, სადამკვირვებლო ანგარიშები აცდენილია რეალობას და ხალხის გამოხატულ ნებას არ ასახავს! რადგან IRI არის მხარე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშს აქვეყნებს!
საქართველოსთვის, ისევე როგორც დემოკრატიული სამყაროსთვის არჩევნებზე სასაუბრო ერთადერთი დოკუმენტი ეუთო ოდირის დასკვნა უნდა იყოს და არა საეჭვო რეპუტაციის როგორებისგანაც დასკვნა, რომელიც ძირითად შემთხვევებში საქართველოში არსებული პროოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ეყრდნობა! ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას აქვს მაღალი რეპუტაცია და კომპეტენცია, ის დაცლილია პოლიტიკური სიმპათიებისგან და საკუთარ ანგარიშში პირუთვნელ სიმართლეს ასახავს! განსხვავებით IRI-გან
ეუთო/ოდირის დასკვნა მკაფიოდ ამბობს, საქართველოში არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაცია ეჭვს არ იწვევს, რა თქმა უნდა იყო მცირე ხარვეზები, რაც არჩევნების თანამდევი ნაწილია”, – წერს ჩიხელიძე.